ლიეტუვური განათლება – ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია და აბსოლუტური გახსნილობა ინოვაციების მიმართ. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სწავლის უმაღლესმა საფეხურმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა – ახლა უცხოელი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია 350-ზე მეტი ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამა ლიეტუვის უმაღლეს სასწავლებლებში.

აღმოაჩინეთ თქვენთვის ლიეტუვაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები ონლაინ-გამოფენაზე “საერთაშორისო განათლება” 10 აპრილი. თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაეცნოთ პრეზენტაციებს ამ ქვეყანაში სწავლის შესახებ და დაუსვათ კითხვები უნივერსიტეტებს პირდაპირ, ჩატის მეშვეობით.

Study in Lithuania და ლიეტუვის 20 უნვიერსიტეტის წარმომადგენლები მოგიყვებიან სწავლის ხელმისაწვდომ ვარიანტებზე, მიღების წესებზე, საბუთების მიღების ვადებზე, სტიპენდიებზე და მრავალ სხვა თემაზე.

რატომ ლიეტუვა:

  • საბაკალავრო, სამაგისტრო და PhD პროგრამები და ევროკავშირში აღიარებული დიპლომები
  • სტიპენდიები სწავლის ყველა საფეხურზე, აკადემიური წარმატებებისთვის განკუთვნილი სტიპენდიების ჩათვლით
  • სწავლისა და ცხოვრების ხელმისაწვდომი საფასური
  • სტუდენტური ვიზით კვირაში 20 საათამდე მუშაობის უფლება
  • სწავლის დამთავრების შემდეგ ქვეყანაში 15 თვის ვადით სამუშაოს ძებნის უფლება.

ლიეტუვის მდებარეობა მას საშუალებას აძლევს, იყოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებელი რგოლი. აქ სწავლისას, თქვენ შეიძენთ უნიკალურ მულტიკულტურულ გამოცდილებას და გახდებით საერთშორისო დონის მოთხოვნადი სპეციალისტი.

ლიეტუვა უხსნის სტუდენტებს შესაძლებლობების მაქსიმალურად ფართო სპექტრს. გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ როგორც მსხვილი უნივერსიტეტები, რომლებიც შემოგთავაზებენ პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებებით, ასევე ვიწროპროფილიანი საგანმანათლებლო დაწესებულებები მუსიკისა და თეატრის, დინაინის, ბიზნესისა და ინჟნერიის დარგებში.

დარეგისტრირდით ახლა და ჩაგვერთეთ 10 აპრილი!